saqarTvelos mdinareebi - oRaskura
სათავე | სათაფლიის მთა |
სიგრძე | 22 კმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, მდ. გუბისწყლის შენაკადი. სათავეს იღებს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე, კვეთს ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, გადის „ავტოქარხნის“ დასახლებაში (უმეტესად ხელოვნურ კალაპოტში), შემდეგ სოფ. ფარცხანაყანევში და ერთვის მდ. გუბისწყალს სოფ. მიწაწითელთან, ქუთაისიდან 3-4 კმ-ში. სიგრძე 22 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით. უხვი ნალექის შემთხვევაში ახასიათებს წყალმოვარდნა, რაც ქმნის ქუთაისის მჭიდროდ დასახლებული უბნების ქუჩების დატბორვის საშიშროებას. ქალაქის ფარგლებში მდინარის კალაპოტი ძლიერ დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებით.